Saturday, November 15, 2008

პროექტი: "მე მიყვარს კითხვა"





წიგნს დიდი როლი აკისრია ახალგაზრდების ჩამოყალიბებაში. ყველა ადამიანმა ასაკის შესაფერისი წიგნი უნდა იკითხოს, რადგან ისინი წიგნის მეშვეობით სწავლობენ ეროვნულ სულისკვეთებას , კულტურას, გმირობას. ნებისმიერი წიგნი რომ ავიღოთ , რაც მეტჯერ წაიკითხავ, მით მეტს პოულობ მასში, ყოველთვის რაღაც ახალს აღმოაჩენ. როცა წიგნი შენს გვერდით დევს, რომც არ გიყვარდეს კითხვა, ხელი მაინც დაგცდება მისკენ და ეს ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ცოდნისკენ.
რაც დრო გადის, სულ უფრო მეტი მშობელი ჩივის, რომ მათი შვილები აღარ ინტერესდებიან წიგნებით, არ უყვართ კითხვა. ისინი მთელ დროს ტელევიზორთან და კომპიუტერთან ატარებენ ... წიგნისკენ გახედვაც არ უნდათ... არადა, იყო დრო, როდესაც წიგნი საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი იყო. იყო დრო, როდესაც ყოველი ახალი წიგნის გამოსვლა დღესასწაული გახლდათ. მერე კი... მერე წიგნისადმი ინტერესი განელდა. თუმცა ეს ერთბაშად არ მომხდარა...
ბავშვი კითხვას მაგალითით სწავლობს. თუ უფროსებს წიგნით ხელში ხედავს, არ შეიძლება თვითონაც არ დაინტერესდეს; არ შეიძლება, ადრე თუ გვიან, წიგნი არ გადმოიღოს და არ გადაშალოს მტკიცე გადაწყვეტილებით–აღმოაჩინოს ის საიდუმლო, რომელიც უფროსების თვალებში ისადგურებს კითხვის დროს.
კითხვის სიყვარული ყველა ბავშვში არსებობს და ეს ადრეულ ასაკშივე ვლინდება. იმ დროს, როცა ბავშვს წარმოდგენაც არ აქვს წიგნის რაობაზე, 3-4 წლის პატარა ზღაპრის მოსმენით რომ დაინტერესდება, ეს უკვე კითხვის ინსტიქტის გაღვიძებას მოასწავებს და სწორედ ამ დროს არის საჭირო მისი გონებრივი მისწრაფებების წარმართვა აბსტრაქტული, “ზეპირი” წიგნიდან––ნამდვილ, ბეჭდურ წიგნამდე. წიგნი ყველას უნდა უყვარდეს. განსაკუთრებით, ახლგაზრდა თაობას, რადგან წიგნი არის ცოდნის მიღების და სულიერების ამაღლების ერთადერთი საშუალება. წიგნთან ურთიერთობა აუცილებელია. სამწუხაროდ, დღეს ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ წიგნი შეცვალა კომპიუტერმა, რომ წიგნმა კომპიუტერის ეპოქაში დაკარგა თავისი აქტუალობა. ინტერნეტში გახსნიან საიტს და მზა პროდუქცია ეძლევათ, რაც უკარგავს ადამიანებს შემოქმედებით უნარს.
მე-15–მე-17 საუკუნეებიდან დღემდე სტამბამ, ანუ პოლიგრაფიამ არა ერთხელ მიიღო სახეცვლილება. დღეს მაღალი ტექნოლოგიების წყალობით წიგნების გამოცემა, ტირაჟირება ისე გაიოლდა, რომ შეიძლება ერთ დღეში რამოდენიმე ათასი წიგნი გამოიცეს, რაც ძალზე სასიხარულოა; თუმცა ამ მიღწევებთან ერთად მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე ვდგავართ. წიგნებს აღარ ჰყავს მკითხველი. წიგნები ელექტრონული ვერსიებით შეიცვალა. ჩვენ არ ვართ ამ განვითარების წინააღმდეგი, მაგრამ ვთვლით, რომ ტექნიკის განვითარება არ უნდა გახდეს მიზეზი იმისა, რომ წიგნმა თავისი ადგილი დაკარგოს ადამიანების ცხოვრებაში.. რომ წიგნს აღარ ჰყავდეს მკითხველი. ჩვენს ცხოვრებაში წიგნს ყოველთვის უნდა ჰქონდეს სათანადო ადგილი. სწორედ ამ პრობლემების არსებობის გამო ჩვენ გადავწყვიტეთ კვლევის ჩატარება თანამედროვე საზოგადოებაში სხვადასხვა ასაკის ადამიანებს შორის მათი კითხვასთან დამოკიდებულების გასარკვევად . რამდენად ხშირად კითხულობენ ისინი წიგნებს, უყვართ თუ არა კითხვა, რა მიზნით კითხულობენ და რამდენად ეთანხმებიან გავრცელებულ აზრს, რომ “წიგნი შეცვალა კომპიუტერმა”. მოვაწყობთ აქციას კითვისადმი ინტერესის გაზრდის მიზნით, გამოვცემთ კედლის გაზეთს და გავაკეთებთ სტენდებს, რომლებიც ასახავს პროექტზე მუშაობას. კიდევ ერთხელ დავაფიქრებთ ადამიანებს წიგნის მნიშვნელობაზე და მის განუსაზღვრელად დიდ როლზე .

მიზანი:

თანამედროვე ქართული საზოგადოების კითხვისადმი დამოკიდებულების გარკვევა და ინტერესის გაზრდა წიგნის მიმართ.


პროექტის ხანგრძლივობა:

3 თვე. ( 2009 20 იანვარი-2009 წლის 20 აპრილი )




პროექტის ფასილიტატორის სახელი: ირმა ჭუმბურიძე

პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: irma.chum@gmail.com


დისკუსია "GEARN"-ზე: პროექტი: "მე მიყვარს კითხვა!"


პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

http://proeqtkitxva.blogspot.com
http://33foto.blogspot.com

http://38skola.blogspot.com



მოსწავლეთა მუშაობა პროექტზე - ქ.ქუთაისი. 38-ე საჯარო სკოლა. მე-9 კლასი.

პროექტში მონაწილე მოსწავლეები:

1. სულაქველიძე ლანა
2. კიკალეიშვილი ფიქრია
3. ხაჭაპურიძე თეონა
4. მუშკუდიანი პაატა
5. ვალიევი ხატია
6. კოპალაძე ფიქრია
7. მანჯავიძე ანგი
8. ჭელიძე ლანა
9. კოპალიანი ნინო
10.ხუჯაძე ბაგრატ
11.ასათიანი მაგდა
12.ხურციძე ნოდარ
13.გოგსაძე თამთა
14.ხუჯაძე ბელა
15.ჩაკვეტაძე თამარ
16.კიწმარიშვილი ეკა





2009 წელი